пятница, 27 января 2012 г.


ზმნის უღლება


გაკვეთილის თემაზმნის უღლება
სწავლების საფეხური და კლასი

დაწყებითი საფეხურის  VI  კლასი (რუსული სექტორი)
საგანი,მასწავლებლის სახელი, გვარიქართული როგორც მეორე ენა
რუსუდან გონაშვილი
მოსწავლის რაოდენობა10
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეარცერთი
სასწავლო გაკვეთილის მიზანი·         მოსწავლეები გაიხსენებენ , რას ეწოდება ზმნა;
·         დააკვირდებიან ზმნის ფორმის ცვლას;
·         ისწავლიან სხვადასხვა პირში გამართულ საუბარს;
·         გამოიმუშავებენ  სხვადასხვა სამეტყველო სიტუაციაში ენობრივ - გრამტიკული საშუალებების გამოყენების უნარს.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგებიქ.მ. VI.15.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წერილობითი ტექსტის სტრუქტურა, შეუძლია გამოიყენოს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები.             
ქ.მ.VI.19.  მოსწავლეს შეუძლია ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენება.
ქ.მ.VI.20. მოსწავლეს შეუძლია ლაპარაკის სტრატეგიების გამოყენება.
ქ.მ.VI.24. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება  დაბრკოლებების მიმართ.                          
ქ.მ.VI.25. მოსწავლეს შეუძლია რესურსების ეფექტურად მართვა.
ქ.მ.VI.27. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
ქ.მ. VI. 28.  მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან და მეწყვილესთან თანამშრომლობა. 
თანმიმდევრობა \აქტივობებიდადრო\აქტივობა 1. მისალმება-1 წთ.
აქტივობა 2. საშინაო დავალების პრეზენტაცია -6-7 წთ.
აქტივობა 3. ლექციური ჩართვა 10-12 წთ .
მოსწავლეებს  ვთხოვ,  ჩამოთვალონ არსებითი სახელები,   შეუცვალონ მათ ფორმა და გაიხსენონ, რა ეწოდება არსებითი სახელის ფორმის ცვლას. შემდეგ ვეტყვი, რომ ფორმის ცვლა ზმნასაც სჩვევია, თანაც - უფრო მრავალფეროვანი. ავუხსნი , რომ ზმნის ფორმის ცვლას უღლება ჰქვია.
დაფაზე ვაუღლებ ზმნას : ვხატავ
მხოლობითიმრავლობითი
I.   ხატავ (მე)I.   ხატავ   (ჩვენ )
II . ხატავ (შენ )II .  ხატავ   (თქვენ )
III.  ხატავ (ის )III . ხატავენ  (ისინი )
 მოსწავლეები დააკვირდებიან ზმნის ფორმის ცვლას და გამოიტანენ დასკვნას, რომ ზმნა ფარმას იცვლის იმის მიხედვით, თუ რომელი პირი შეეწყობა მას.
თუ მოქმედი პირი  პირველია  ( მე,  ჩვენ),  ზმნა პირველ პირში დგას
მე ვხატავ,   ჩვენ ვხატავთ
თუ მოქმედი პირი  მეორეა  ( შენ,  თქვენ ),  ზმნა მეორე პირში დგას
შენ ხატავ, თქვენ ხატავთ
თუ მოქმედი პირი  მესამეა  ( ის,  ისინი),  ზმნა მესამე პირში დგას
ის ხატავს , ისინი ხატავენ
თავსართ- ბოლოსართებს, რომლებიც ერთმანეთისგან განასხვავებენ ზმნის პირის  ფორმებს, პირის  ( და რიცხვის ) ნიშნები  ეწოდება.
აქტივობა 4. პრაქტიკული ვარჯიში (6- 7 წთ).
დაფაზე წინასწარ მაქვს დახაზული სქემა:
მოსწავლეები უნდა დააკვირდნენ სქემას და შეავსონ დანარჩენი პირის ფორმები
1.ვრგავვწერვარღვევ
2.აბნევზრდირჩებახსნი
3.ხნავსთლისარის

აქტივობა 5. პრაქტიკული ვარჯიში– 5-6 წთ.
წინადადებებში ნაცვალსახელები ჩასვით სათანადო ფორმით:
1.      ( ეს ) სანუგეშო ცვლილებამ დედას ნუგეში მისცა.
2.      ძლიერ დამაღონა  (ეგ ) ამბავმა.
3.      შენ იმისთანა პატივი მეცი, რომ  ( ეგ ) როგორ დაგივიწყებ ?!
4.      რას ჰგავს  ( ეგ ) კაცის საქციელი?
5.      ყველა გაოცებული იყო  ( ის ) ამბით.
6.      ( ეგ ) ფასად უკეთეს ფეხსაცმელს შეიძენდი.
7.      შენ  ( ეგენი ) მაინც ვერ შეეგუები.
8.      წერილი  მივწერე, მაგრამ  ( ისინი ) პასუხი არ დამიბრუნეს.
აქტივობა 5. პრაქტიკული დავალება - 4-5 წთ.
მხოლობითიმრავლობითი
მე
შენ
ის
ვრგავჩვენ
თქვენ
ისინი

აქტივობა 6. პრაქტიკული ვარჯიში (8- 10 წთ).
მოძებნეთ ზმნა და ცვალეთ პირების მიხედვით:
1.      კარგს დამალავენ, ავს მალე იტყვიან.
2.      თაგვმა თხარა,  თხარაო, კატა გამოთხარაო.
3.      მელა გაღმა გახტა, კუდიც თან გაჰყვაო.
4.      კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრიაო.
აქტივობა 5. შეფასება- 2 წთ
აქტივობა 6. საშინაო დავალება - წთ.
 შეფასებამოსწავლეთა  წარმატებ   დადგენისას გამოვიყენებ  განმსაზღვრელ  შეფასებას
შეფასდება:
აქტიურობა, წერითი ნამუშევრების პირობასთან შესაბამისობა
 რესურსიVI კლასის სახელმძღვანელო, დაფა,  კალამი,  ფურცელი, ქართული ენის სამყარო  ( ავთანდილ არაბული )

Комментариев нет:

Отправить комментарий